ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ ახალციხეში

20 ოქტომბერი, 2025

კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტებთან ერთად ახალციხეც შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში, დღეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მკერდის კიბოს უფასო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდა, რომელშიც ახალციხისა ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან 150-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკვლევები თბილისის ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური კლინიკისა და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმებმა ჩაატარეს.

უფასო სკრინინგის აქცია „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თბილისის ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. სკრინინგის მიმდინარეობისას ქალთა ორგანიზაციის ხელმღვანელმა ინა კაპანაძემ სკრინინგის აუცილებლობაზე, სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნული დაავადების მკურნალობისას, მის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკერდის კიბოს უფასო სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად უტარდებათ.

გააზიარე