ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ შემაჯამებელი ღონისძიება

28 ოქტომბერი, 2025

კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა ახალციხის ციხეზე.

კამპანიის ფარგლებში, ტრადიციულად მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობები - საინფორმაციო შეხვედრები და უფასო სკრინინგის აქციები მიმდინარეობდა ახალციხესა და მხარის სხვა მუნიციპალიტეტებში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სოლიდარობა გამოხატეს ონკოპაციენტების მიმართ, ხაზი გაესვა კიბოს სკრინინგის აუცილებლობას.

შეკრებილ საზოგადოებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ინა კაპანაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე მიესალმნენ და კამპანიის მიზანზე, დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე და სკრინინგის დროულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რეგიონის ონკომამოლოგმა მაკა სახელაშვილმა კი კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის, ქალაქის საზოგადოების, მედიცინის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ შემაჯამებელი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე