ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონცერტი ახალციხის სამუსიკო სკოლაში

24 May, 2024

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, გერმანელი პიანისტის, კომპოზიტორისა და მუსიკის კრიტიკოსის რობერტ შუმანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარა შემსრულებლებმა კომპოზიტორის სხვდასხვა ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს და აუდიტორიის მოწონებაც დაიმსახურეს.

კონცერტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

+16

 

გააზიარე