ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კულინარიული შეჯიბრი

27 მარტი, 2025

სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციისა და კოლეჯ „ოპიზარის“ ერთობლივი ორგანიზებით კულინარიული შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მრავალშვილიანი ოჯახი მონაწილეობდა.

ნათია კეღოშვილი და თეა კაჭკაჭაშვილი შვილებთან ერთად ერთმანეთს სხვადასხვა კერძების მომზადებაში შეეჯიბრნენ.

კოლეჯ „ოპიზარმა“ ოჯახებს განსაკუთრებულად უმასპინძლა. ღონისძიების სტუმრები სამკერვალო წარმოებისა და თმის სტილისტის პრაქტიკის მასტერკლასებს დაესწრნენ.

სპეციალურად მათთვის შეიკერა სამზარეულოს უნიფორმები და ტანისამოსი, რომლებიც საჩუქრად გადაეცათ. კოლეჯის სტუდენტებმა კი მათ ვარცხნილობებზე იზრუნეს.

კულინარიული შეჯიბრი თანაბარი შედეგით დასრულდა, მომზადებულმა კერძებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ჩატარდა.

კულინარიულ შეჯიბრს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

+17

გააზიარე