მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებთან შეხვედრა
ქალაქ ახალციხეში, ადგილობრივ მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ გახსნა და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ხელშეწყობაზე ისაუბრა.
მოწვეულ ქალებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ წიქარიშვილმა.
შეხვედრაზე დამსწრეებს სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, მუნიციპალიტეტისა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში.
აუდიტორიას წარმატებული მეწარმე და ფერმერი ქალები კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების სპეციალისტმა მანანა მოდებაძემ წარუდგინა. მათ საკუთარი ისტორიების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურისა ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის დასასრულს ღონისძიებაზე მოწვეულ წარმატებულ ქალებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.




