მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კუნკურსში „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა„ გაიმარჯვა.
კონკურსი სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებში ახალგაზრდულმა საბჭომ გრანტის სახით 2000 ლარი მიიღო.
პროექტის ფარგლებში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური კონტრიბუციით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა მოხალისეობის თემაზე: პოსტერების კონკურსი და ფორუმ თეატრი. ასევე, 25 დეკემბერს გაიმართება საშობაო/ საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც ახალგაზრდები გაყიდიან ცხელ სასმელებსა და საკუთარი ხელით გამომცხვარ საახალწლო ორცხობილებს. შემოსული თანხით კი პატარებს გაახარებენ.




