ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის

15 თებერვალი, 2025

მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრისადმი ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აფხაზურ კულტურასთან და ტრადიციებთან დაკავშირებული სივრცეები, გაკეთდა სამახსოვრო წარწერები ბანერზე: „აფხაზური ცენტრი - უნივერსიტეტი მშვიდობისთვის!“, ასევე ყვავილებით შეიმკო გრიგოლ ხანძთელის ძეგლი და შესრულდა ქორეოგრაფიული ნომერი, ცეკვა - აფხაზური.

საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაგრძელდა, სადაც ორგანიზატორებმა აფხაზური ცენტრის ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ დადებითად შეაფასა საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდების აქტიურობა ამ მიმართულებით და ისაუბრა ცენტრის სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, არასამთავრო ორგანიზაცია ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის" თავჯდომარე გიორგი შერვაშიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აუდიტორიამ დადებითად შეაფასა ცენტრის საქმიანობა, ისაუბრეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს მათ მომავალშიც.

ცენტრი „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ა(ა)იპ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით დაფუძნდა.

+31

გააზიარე