ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

,,მღერიან და ხუმრობენ პედაგოგები“

18 ნოემბერი, 2024

,,მღერიან და ხუმრობენ პედაგოგები“ - ახალციხის თოჯინების თეატრში პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და საჯარო სკოლების პედაგოგები სხვადასხვა იუმორისტული და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და სხვები.

სამუსიკო და სამხატვრო სკოლების, ვალის კულტურის სახლის, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების მასწავლებლების გუნდებმა და მათ მიერ წარმოდგენილმა სახალისო მუსიკალურმა ნომრებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, მონაწილეებს მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.

+26

გააზიარე