ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

11 თებერვალი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა სოფლებში გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლდეში და წნისში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფელების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად დასახლებებში არსებული საჭიროებებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. მსგავსი ტიპის შეხვედრები 24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025

#ახალციხე

+14

გააზიარე