მოსწავლეები სტუმრად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ქეთევან მიშველიძესთან ერთად ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
კლასის დამრიგებლის, ვერონიკა ჰამბარიანის თქმით, მოსწავლეებს მერიაში სტუმრობის სურვილი, მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საგანში „მე და საზოგადოება“ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ გაკვეთილი გაიარეს.
მერი პატარებს საკუთარ კაბინეტში გულთბილად და მეგობრულ გარემოში დახვდა. მათ მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა, წარმატებები უსურვა და კარგი სწავლისკენ მოუწოდა.
ირაკლი ლაზარაშვილმა ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული აქტივობისთვის, „ადგილობრივი თვითმმართველობა“ სერტიფიკატი გადასცა.
მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მომავალი პროფესიები და სურვილები გაუზიარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მერიის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს.




