მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათების დარიგება მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათების დარიგება მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.
ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების ოჯახებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა გადასცეს კუთვნილი სასურსათო დახმარება, რომელიც პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებისგან (ფქვილი, ზეთი, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ) შედგება.
აღნიშნულ დახმარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, 178 შეჭირვებული ოჯახი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული 97 ოჯახი სარგებლობს.
აგრეთვე, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ 159 ბენეფიციარს კუთვნილ საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ.
ბენეფიციარებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.
გარდა ამისა, სათნოების სახლის ბენეფიციარებს, საახალწლოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი დახმარებაც ჩაერიცხათ.




