ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუსხში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

26 აგვისტო, 2024

სოფელ მუსხში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებაში გამართულ საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#შიდაგზები

გააზიარე