როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დაიწყო
მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დაიწყო.
შეჯიბრში ადმინისტრაციული ერთეულებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების გუნდები მონაწილეობენ. პირველობისათვის მოყვარულთა 19 გუნდი იბრძვის.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოთამაშეები.
ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.




