საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ქალთა მიმართ ძალადობაზე, სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო და სამართლებრივ მექანიზმებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების თანამშრომელმა მანანა მოდებაძემ და სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელმა ბელა ვარდიძემ ისაუბრეს.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




