ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

5 ნოემბერი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მათ ასისტენტებს შეხვდა.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე ქალაქ ახალციხეში, ვალეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და პროგრამები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, ასევე, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციასა და დასახლებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მყისიერ რეაგირებაზე.

გააზიარე