საშემოდგომო აქტივობა №7 საბავშვო ბაგა -ბაღში
ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა -ბაღში საშემოდგომო აქტივობა გაიმართა.
პატარებმა საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გვამოგზაურეს და მათთვის დამახასიათებელი კულინარიული ნაწარმი და ტრადიციული ნივთები წარმოადგინეს. აღსაზრდელებმა საკუთარი ხელით ჩურჩხელები ამოავლეს, ცეკვები და სიმღერებიც შეასრულეს.
საშემოდგომო აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და პატარების მშობლები დაესწრნენ.




