„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ -ის მუნიციპალური თამაშები
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ -ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს გეზრბენსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
გეზრბენში ვაჟებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა
II ადგილი - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა
III ადგილი - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა
გოგონებს შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს;
I ადგილი - ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლა
II ადგილი - ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა
III ადგილი - მინაძისა და ღრელის საჯარო სკოლების გაერთიანებული გუნდი
მინის ფეხბურში ვაჟებს შორის პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მეორე ადგილი კლდის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი ურავლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების წევრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებენ, შემდგომ კი საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზებენ.




