საზეიმო კონცერტი-ახალციხელობა 2024
ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტი თემურ ყვითელაშვილმა საქართველოს ეროვნული ჰიმნით გახსნა.
ასევე, ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თემურ და რომა რცხილაძეები, კომპოზიტორ-შემსრულებელი ზაზა კილასონია, გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2.




