ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

4 სექტემბერი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი და კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე ახალციხელ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცეს, მიღწეული შედეგები მიულოცეს და შემდგომი გამარჯვებები უსურვეს.

წარმატებული მოღვაწეობისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა „ახალციხის სპორტული გაერთიანების“ საჭადრაკო წრის მწვრთნელი ზაქარია დიდიმამიშვილი.

მარიამ მიგრიაული „ახალციხის სპორტული გაერთიანების“ საჭადრაკო წრის მოსწავლეა, მან ბათუმის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში „შავი ზღვის დელფინი 2024“ მიიღო მონაწილეობა და გოგონათა შორის I ადგილი დაიკავა.

სამველ კაზარიანმა კიკბოქსინგის მსოფლიო თასზე „ვარსკვლავი მებრძოლი“ 54 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი, ხოლო 10 წლის ალბერტ შიმშადიანმა 30 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი მოიპოვეს.

+4 

გააზიარე