ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები გაიმართა საძელისა და ვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში

17 თებერვალი, 2025

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა საძელისა და ვალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტული პროექტები.

საკონსულტაციო შეხვედრას ქალაქ ვალეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები საბა კბილაშვილი და ჰამბარცუმ ბაბოიანი, პარტია „ქართული ოცნების“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025

#ახალციხე

+18

გააზიარე