შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ეტლები შეიძინა.
ეტლები, რომლებიც კიბეზე გადასაადგილებელი სპეციალური დანადგარით არის უზრუნველყოფილი, ქალაქ ახალციხეში, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ 6 შშმ ბენეფიციარს დროებით სარგებლობაში გადაეცა.
ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ კაპანაძემ, სოციალური საკითხთა განყოფილების თანამშრომლებთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ოჯახებში პირადად მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით სოციალური დახმარების სხვადასხვა ქვეპროგრამა ხორციელდება. მათ შორის, შშმ პირთა სოციალური დახმარება, შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება, შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება და სხვა. გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითებზე მომუშავე საბჭო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა საჭიროებებს და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნის საკითხებს.




