სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები დარიგდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.
პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება 170 -მა ოჯახმა მიიღო.
აღნიშნული დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტლურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.




