სოფელ მინაძეში ახალი სკვერი მოეწყო
სოფელ მინაძეში ახალი სკვერი მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია სოფელ მინაძეში და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე სარგებლობს თანამედროვე სტანდარტების მქონე რეკრეაციული და გასართობი სივრცით.
პროექტის ფარგლებში 1066 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონი, საჩრდილობელი, საყრდენი კედელი, სკვერში განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, შიდა პერიმეტრი კი მოპირკეთდა ქვაფენილით და დამონტაჟდა ლამპიონები. გარდა ამისა ახალ სკვერში მოეწყო მწვანე გაზონი, დაირგო ნეკერჩხლის, ტუიას და სუროს ნერგები.
აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელს ახალი სპორტული მოედანიც მოეწყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.




