ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ საძელში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ივლისი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

სოფელ საძელში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაღიაშვილი გაეცნო.

 

გააზიარე