სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ქალაქ ახალციხეში, აფხაზეთში 31 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანებმა, სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენელებმა ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხ-ფოლკმა“.




