ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

8 May, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ახალგაზრდებს მერიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და მუშაობის პრინციპები გააცნეს, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და სტუდენტების მოსაზრებებს გაეცნენ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ხობელია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტები ხორციელდება.

+3

 

გააზიარე