სტუმრად №7 საჯარო სკოლა-პანსიონში
ახალციხის №7 საჯარო სკოლა-პანსიონს ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდნენ, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და საჭიროების მქონე მოსწავლეებს კი სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვდასხვა სახის სახატავი საშუალებები გადასცეს.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის მხარდაჭერა №7 საჯარო სკოლისთვის რამდენიმე წელია გრძელდება.




