სტუმრად სამედიცინო კლინიკებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ქალაქში მოქმედ სამედიცინო კლინიკებს ესტუმრნენ.
ათეული წლების მანძილზე პატარებს განსაკუთრებული სიყვარულით ემსახურებიან ექიმი პედიატრები რუზანა მელიქიანი და ლია ზედგინიძე, ხოლო პაციენტებში დიდი სანდობაა აქვთ ექიმ კარდიოლოგებს თამაზ მათოშვილსა და თამაზ ხაბეიშვილს. მათი დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისათვის ექიმები უსაზღვრო პატივისცემით სარგებლობენ, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად რეგიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველასათვის საყვარელ, თავიანთი საქმის ერთგულ და ღვაწლმოსილ ექიმებს მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ექიმს მადლობას უხდის პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომისათვის!




