ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტურნირი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში

3 ოქტომბერი, 2025

ახალციხის ციხემ დღეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში შეჯიბრს უმასპინძლა.

ღონისძიება ორგანიზაცია IFL-ისა (INTEGRA FIGHTING LEAGUE) ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ტურნირის დაწყებამდე ახალციხელებს და ღონისძიების სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ასოციაციის დამფუძნებელი გია ჩირალიშვილი, ორგანიზაცია IFC გლობალის პრეზიდენტი გოჩა სპოიანი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მონაწილეებს.

ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

7 სანახაობრივ ბრძოლაში ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მოწვეული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. 7-ვე, დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში სრული უპირატესობა მოიპოვეს ახალციხელმა და ასპინძელმა სპორტსმენებმა - პოღოს ვირაბიანმა, ჰარუთ ტოროსიანმა, იოსებ ყულჯანიშვილმა, გიორგი ნანობაშვილმა, თორნიკე ზედგინიძემ, რუბიკ ვირაბიანმა და ლევან გოგოლაძემ.

ღონისძიება ახალციხეში მე-2 წელია ტარდება და მისი მიზანია მიზანია ახალგაზრდებისთვის სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში MMA-ს განვითარების ხელშეწყობა და ახალციხის, როგორც სპორტული და კულტურული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის წარმოჩენა.

გააზიარე